კახა კალაძე: თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, დღესვე გეუბნებით, მზად ვართ ორივე ხელით, მიგვიღონ

“თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, დღესვე გეუბნებით, მზად ვართ ორივე ხელით, მიგვიღონ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

“საქართველო სამი ათეული წელია, ყველაფერს აკეთებს და აგურ-აგურ აშენებს ხიდს ევროკავშირთან. ჩვენი თაობები, მე, ჩემი შვილები, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი. თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, დღესვე გეუბნებით, ჩვენ მზად ვართ ორივე ხელით მიგვიღონ და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ. ვფიქრობ, საქართველო ევროკავშირში უნდა მიიღონ. საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს საგარეო მიმართულებით”, – აცხადებს კალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები