ჰაკერებმა “როსკოსმოსის” სატელიტური მართვის სისტემა გატეხეს

Anonymous-ის ჰაკერების ჯგუფმა “როსკოსმოსის” სატელიტური მართვის სისტემა გატეხა. ამის შესახებ განცხადება ჰაკერების დაჯგუფებამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აღარ აკონტროლებს საკუთარ ჯაშუშურ თანამგზავრებს.

მანამდე, Anonymous-მა რუსეთის მთავარი დეპარტამენტების ოფიციალური ვებგვერდები გატეხა, მათ შორის, კრემლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საიტები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები