სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში!

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აზიარებს.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა “პოსტი”, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მყისიერად დააფიქსირა მზაობა და განახორციელა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება სხვადასხვა მიმართულებით.

“1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას, დახმარება საქართველოში მყოფ ვიზიტორ უკრაინელებს; 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის; თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში; პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები, „საქართველოს ფოსტა“ უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით”, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები