როდესაც ეს ომი დაიწყო, ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ ევროპის ერთიანობას გატეხდა, მაგრამ ის შეცდა. როდესაც მან საომარი მოქმედებები წამოიწყო, ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად და ადვილად დაიპყრობდა, მაგრამ შეცდა, რადგან უკრაინელი ხალხი მამაცურად უწევს წინააღმდეგობას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოუწოდოს რუსეთს, რომ ომი შეწყვიტოს. შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთისათვის დაწესებული სანქციები გავლენას მოახდენს ევროკავშირის ქვეყნებზეც, მაგრამ მშვიდობისა და ღირებულებებისთვის ამ საფასურის გადახდა ღირს.
„ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო სასტიკი და მასშტაბური შეჭრა უკრაინაში, ამას ამართლებს ტყუილის ლაპარაკით და ეს გააკეთა ერთი მიზეზით, რადგან თქვენ, ბატონო ზელენსკი, თქვენ, უკრაინელებო, მაიდანზე აირჩიეთ თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მათ არა მარტო უკრაინას მიაყენეს დარტყმა, დარტყმა მიადგა საერთაშორისო სამართალს, დემოკრატიას და ადამიანთა ღირსებას. ეს არის გეოპოლიტიკური ტერორიზმი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მხარი უნდა დავუჭიროთ საერთაშორისო სამართალს, დემოკრატიას და მშვიდობას.
მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოვუწოდოთ რუსეთს, რომ ომი შეწყვიტოს. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის მამაცობას. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ რუსეთს ვუპასუხებდით მკაცრად, სწრაფად და შედეგები რუსეთისთვის იქნებოდა მძიმე. ეს სანქციები გავლენას მოახდენს ჩვენზეც, მაგრამ ამ საფასურის გადახდა ღირს ჩვენი ღირებულებებისთვის, ჩვენი მომავლისა და რწმენისთვის.
როდესაც ეს ომი დაიწყო, ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ ევროპის ერთიანობას გატეხდა, მაგრამ ის შეცდა. როდესაც მან საომარი მოქმედებები წამოიწყო, ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად და ადვილად დაიპყრობდა, მაგრამ შეცდა, რადგან უკრაინელი ხალხი მამაცურად უწევს წინააღმდეგობას. 1961 წელს გენერალმა დე გოლმა თქვა, რომ დასავლეთის ძალებს მსოფლიოში მშვიდობის მიღწევა აგრესიის წინააღმდეგ მტკიცედ და ერთად დგომით შეუძლიათ. ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია და ეს უნდა იყოს ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა შარლ მიშელმა.