დავით ხაჯიშვილი: ჩვენ აუცილებლად უნდა შევუერთდეთ ევროკავშირის სანქციებს

????????????????????????????????????

ფრაქციის -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – წევრმა, დავით ხაჯიშვილმა უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ ხალხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინულ ენაზე მიმართა და მათ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

მან ასევე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას.

„მჯერა, რომ თქვენგან უმრავლესობა მართლა გულშემატკივრობთ უკრაინას, ამიტომ, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, შევინარჩუნოთ სახე და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ აუცილებლად უნდა შევუერთდეთ ევროკავშირის სანქციებს, რა სფეროშიც შევძლებთ. ესენია: რუსული პროპაგანდისტული არხების აკრძალვა, ეს არის ბელორუსული ავიახაზების „ბელავიას” რეისების გაუქმება საქართველოს მიმართულებით”, – მიმართა სახელისუფლებო გუნდის წევრებს დავით ხაჯიშვილმა. ის ასევე გამოეხმაურა პრემიერმინისტრის გამოსვლას.

„ჩვენ საქართველოში ვიცოდით, რაც იყო ღარიბაშვილი, ახლა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რაც არის ის. მინდა, მას ვუთხრა, რომ სანქციები მუშაობს და, სხვათა შორის, ვაქცინაც”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები