უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.
საქართველოსთან ერთად, ელჩი გაიწვიეს ყირგიზეთიდანაც.
უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა ქართულ მხარეს გუშინ მოუწოდა, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მისცენ.