საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა დასრულდა
კოალიცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა დასრულდა. დეპუტატების განცხადებით, მათ მიმდინარე რიგგარეშე სხდომების ფარგლებში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც ფრაქციის წევრები განმარტავენ, არის სასწრაფოდ განსახილველი კანონპროექტები, მათ შორის თვითმმართველობებთან დაკავშირებული ინიციატივები. მათივე ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილია სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა.
ამასთან, ფრაქციის სხდომაზე მსჯელობის საგანი იყო საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელიც აუდიტის სამსახურის საქმიანობას შეეხება. აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომების ფარგლებში აპირებს.