ლევან კობიაშვილი: ვითიბი ბანკის ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ინფორმაციით, ვითიბი ბანკის ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან.
„ვითიბი ბანკის ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან, როგორც ბეჭდური ისე ციფრული მედიიდან და ეროვნული ნაკრები გუნდების ეკიპირებიდან.
ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“, – წერს კობიაშვილი სოციალურ ქსელში.