ლევან დავითაშვილი: უკრაინელ ლტოლვილებს მაქსიმალურ დახმარებას გავუწევთ

სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის, უკრაინელი ლტოლვილები მიიღოს.

„საქართველო ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაში მობილიზებულია, აღმოვუჩინოთ ჰუმანიტარული დახმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ღიად ვამბობ, საქართველო, რა თქმა უნდა, მზად არის, ასეთ შემთხვევაში მიიღოს ლტოლვილები“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები