საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ ევროკომისართან საუბარში უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილა.
“ამ რთულ დროს ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები”,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.