გუბერნატორი: უკრაინელებმა ხარკოვზე კონტროლი დაიბრუნეს

“ხარკოვზე კონტროლი უკრაინელებმა დაიბრუნეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“, ხარკოვის გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხარკოვს სრულად ვაკონტროლებთ. შეიარაღებული ძალები, ეროვნული პოლიცია და თავდაცვის ძალები ქალაქის მტრისგან გასაწმენდად მუშაობენ.

რუსი მტრები სრულად დემორალიზებული არიან. პირდაპირ ხარკოვში მტრის მანქანები შუა გზაზეა მიტოვებული”, – წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები