დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მხარს დაუჭერს იმ ბრიტანელებს, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად წავლენ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, მხარს დაუჭერს იმ ბრიტანელებს, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „საგარეო ლეგიონის“ შექმნის შესახებ განაცხადა. ზელენსკიმ უცხოელ მებრძოლებს მოუწოდა, უკრაინელებს რუსეთთან ბრძოლაში შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები