მიხეილ სარჯველაძე: მსოფლიოს საზრუნავი უკრაინელი ხალხია, აქაური ოპოზიციის კი, საკუთარი მერკანტილური ინტერესი

“მთელი მსოფლიოს საზრუნავი უკრაინელი ხალხია და აქაური ოპოზიციის საზრუნავი საქართველოში საკუთარი მერკანტილური ინტერესი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზურაბ ჭიაბერაშვილის “ფეისბუქ” პოსტს.

„ეს არის უბედურება. ეს არის მანკიერი აზროვნების კლასიკური მოდელი. ადამიანებს არ აინტერესებთ იქ გარდაცვლილი ბავშვის ამბავი და აინტერესებთ აქ როგორ მოიწყონ პოლიტიკური კარიერა. კარგია ეს? ეს არ არის ნორმალური. ერთია ლაპარაკი და ბოდიშს ვიხდი, ყბედობა ოპოზიციის მხრიდან და მეორე არის ნაკეთები საქმეები. ხელისუფლება ამ წუთას დგას უკრაინელი ხალხის გვერდში. ეს გამოიხატება მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების მიღებაში. კითხვები რომ გაჩნდა პირველ დღეს, ვის მხარეს ვდგავართ, ამ სპეკულაციებს ხომ დაუსვა წერტილი საერთაშორისო ასპარეზზე იმ დოკუმენტების მიღებამ, ან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებამ. ახლა საკითხის ისე დაყენება, რომ მანდარინს თუ აღარ შევიტანთ რუსეთში, რუსეთი ამის გამო კოლაფსში ჩავარდება, და ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს არის უბრალოდ ადამიანების მოტყუება. ჩვენი მოქალაქეების მოტყუებაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “საჭიროა, აგორდეს დიდი კამპანია “დაასანქცირეთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში!”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები