ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უფლებამოსილება ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტზე შეაჩერა.
„უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს ვლადიმერ პუტინის სტატუსის შეჩერების შესახებ საერთაშორისო საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის რანგში“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.