უკრაინა საერთაშორისო ლეგიონს აყალიბებს

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ახალი დანაყოფის – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც უცხოელებით დაკომპლექტდება და რომლებიც უკრაინელებთან ერთად რუსი დამპყრობლების მოგერიებისთვის მზად იქნებიან.

აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტმა უკრაინის მეგობრებს, უცხო სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს მიმართა. ვისაც სურს შეუერთდეს ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას, შეუძლია მოვიდეს და გვერდში დაუდგეს უკრაინელებს 21-ე საუკუნის დამპყრობლების – რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის შესახებ დებულების თანახმად, რომელიც დამტკიცებულია უკრაინის პრეზიდენტის 2016 წლის 10 ივნისის №248 ბრძანებულებით, უცხოელებს უფლება აქვთ შევიდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურში.

„ამ კუთხით, ყველა უცხოელს, ვისაც სურს შეუერთდეს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგობას და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას, უკრაინის ხელმძღვანელობა ჩვენს სახელმწიფოში და ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში იწვევს. ცალკე განყოფილება, ჩამოყალიბებულია უცხოელებისგან – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისადმი თქვენი მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება“,- აცხადებს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები