გერაშენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კიევთან ნავთობის ბაზა ააფეთქეს 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა კიევთან, ვასილკოვსკის რაიონში ნავთობის ბაზა ააფეთქეს.

მისი თქმით, ეკოლოგიური ზიანი კოლოსალური იქნება.

“სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ვასილკოვსკში KLO-ის ნავთობის ბაზაზე.

სამაშველო ბრიგადა ტრაგედიის ადგილზეა. სავარაუდოდ, იქნება მსხვერპლი.

ხანძარი დიდხანს გაგრძელდება.

ეკოლოგიური ზიანი იქნება კოლოსალური”, – წერს გერაშენკო სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები