რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე ფინეთმაც დახურა
რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცეს ფინეთიც დახურავს.ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი ავრცელებს.
ფინეთი ევროპის მე-10 ქვეყანა გახდება, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ სანქციას იყენებს.
რუსულ ავიახაზებს საჰაერო სივრცე ლიეტუვამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა, ჩეხეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაუხურეს.