იარაღი, ჩაფხუტები, ბრონის ჟილეტები – ლიეტუვიდან გაგზავნილი მატერიალური დახმარება უკვე უკრაინაშია
ლიეტუვის მთავრობის მიერ გაგზავნილი სამხედრო აღჭურვილობა უკვე უკრაინაშია.
“უნიანის” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დასრულდა მატერიალურ-ტექნიკური დახმარების ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დიდი ოდენობით იარაღი, ჩაფხუტი და ბრონის ჟილეტი გადასცა.