ნატო-ს მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებენ

ნატო-ს მოკავშირეები მხარდაჭერას აძლიერებენ მათი პარტნიორის, უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ ინფორმაცია ნატო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, იტალია ფინანსურ,  ესპანეთი კი ჰუმანიტარულ დახმარებას ამზადებს. გარდა ამისა, თურქეთი თავდაცვის კავშირებს აძლიერებს უკრაინელ პარტნიორებთან.

„ნატო მრავალი წელია, მხარს უჭერს უკრაინელებს თავის დასაცავად. ჩვენ გავაგრძელებთ ასე და მოვუწოდებთ სხვებსაც იგივე გააკეთონ. მოკავშირეებმა გაგზავნეს და ნაწილი სამომავლოდ აპირებს, რომ გაგზავნოს სამხედრო დახმარება, როგორიც არის იარაღი, საბრძოლო მასალა და რაკეტები, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები