სალომე ზურაბიშვილი: ამ ტრაგიკულ დროს პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერში” უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და კიდევ ერთხელ აფიქსირებს უკრაინის მიმართ ჩვენი ქვეყნის სოლიდარობას.

“ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ გამოვხატე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.

უკრაინისა და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი არის სამაგალითო ლიდერი.

მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები