უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო: რუსულ ტელეარხებზე უკრაინული მუსიკა ჟღერს და „როსკომნადზორის“ ვებგვერდი მიუწვდომელია

“როსკომნადზორის“ ვებგვერდი რუსეთში არ იხსნება, ტელეარხებზე კი უკრაინული მუსიკა უკრავს. უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამის უკან ანონიმური ჰაკერები დგანან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

“როსკომნადზორის ვებგვერდი გაქრა და უკრაინული მუსიკა უკრავს რუსულ ტელეარხებზე. ითვლება, რომ ეს არის Anonymous-ის ჰაკერების ნამუშევარი, რომლებიც აგრძელებენ რუსული სერვისების და ვებგვერდების გატეხვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა დააფასა ანონიმური ჰაკერების შესაძლო დახმარება: „მათ ჩაატარეს საკუთარი სპეცოპერაცია რუსეთის ფედერაციაში. ბიჭებო, გმადლობთ და გეპატიჟებით, ეწვიოთ ციფრული განვითარების სამინისტროს რუსეთის ფედერაციაზე ჩვენი საერთო გამარჯვების შემდეგ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები