გია მოგელაშვილი: ხალხი რუსეთის ბაზარზე ძალიან არის დამოკიდებული და მისი დაკეტვა დიდი პრობლემა იქნება
რა მოხდება და რა ზიანი მიადგება ექსპორტიორებს, თუ რუსეთის ბაზარი ჩაიკეტება? – ამის შესახებ საკუთარ მოსაზრებას „ქართული ხილის” წარმომადგენელი გია მოგელაშვილი ახმოვანებს.
მოგელაშვილი რუსეთის ბაზრის დაკეტვას პრობლემად მიიჩნევს და ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი ფერმერებს საქმიანობას გაურთულებს.
მისი თქმით, ალტერნატიული ბაზრის მოძიება რთულია და სხვადასხვა ქვეყანაში პროდუქტზე სერტიფიკატს ითხოვენ.
“ჩვენთვის, ქართველი ფერმერებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ბაზარს, ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი გადის მანდ, ბოლო წლებში ხდება ბაზრების დივერსიფიცირება და მნიშვნელოვანია, ეს ეტაპი მშვიდად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთოთ, სანქციების შეერთებით მხოლოდ საკუთარ თავს დავაზიანებთ, ეტაპობრივად უნდა დავეხსნათ რუსეთის ბაზარს, აქვე ვიტყვი, სოლიდარობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს”, – აცხადებს გია მოგელაშვილი.