მიხეილ ყაველაშვილი: გუშინ დღის წესრიგად უნდოდათ გამოეტანათ პრემიერის მიერ ნათქვამი სიმართლე, თითქოს ჩვენ ახლა შეგვეძლოს სანქციებით რამენაირად ზიანის მიყენება რუსეთისთვის

ჩვენ მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინას. რაც კი საჭიროა, რომ გაიგზავნოს, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ისედაც ჩართულები ვართ ამ პროცესში, ამაზე ისაუბრეს გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერ-მინისტრმაც, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას დღის წესრიგად უნდოდა გაეხადა პრემიერის სიმართლე, რაც არ გამოუვიდათ.

„არ შემიძლია, გვერდი ავუარო სანქციების საკითხს. გუშინ დღის წესრიგად უნდოდათ გამოეტანათ პრემიერის მიერ ნათქვამი სიმართლე, რომ თითქოს ჩვენ ახლა შეგვეძლოს სანქციებით რამენაირად ზიანის მიყენება რუსეთისთვის. სიმართლეა, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდებოდნენ ამით. იმის აფიშირებით, რომ საქართველომ სანქციები დაუწესა, და საქმით ეს ვერ განხორციელდებოდა, როდემდე უნდა მოვიტყუოთ თავი? ფიზიკურად ამას ვერ გააკეთებ. როცა ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან ხელისუფლების მოწოდების მოწოდება ისმის და სხვა ოპოზიციური პარტიები არ ემიჯნებიან ამ განცხადებებს, როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან? ეს 20 ივნისის გამოძახილია. გულწრფელი ახალგაზრდების პროტესტი იყო მაშინაც, მაგრამ მიეტმასნებიან ხოლმე ესენი. თითქოს კულუარებში არიან, მაგრამ ხვალ იტყვიან, რომ ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელისუფლების შეცვლა. ვინ იქნება ეს პარტია? და ამ დროს გამოჩნდება გიგა ბოკერია თავისი მეუღლითურთ, ნიკა მელია და ა.შ., როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. მერე მიხვდებიან ახალგაზრდები, რომ მათი გულწრფელი პროტესტი მავნე ძალებმა გამოიყენეს. პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები