ნიკოლოზ სამხარაძე ანდრეას მინიხს შეხვდა

საქართველოს  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარენიკოლოზ სამხარაძე ვენაში ვიზიტის ფარგლებშიავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსანდრეას მინიხს შეხვდა.

 მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

შეხვედრისას ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.  ავსტრიული მხარე დაინტერესდა თუ შეინიშნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშირუსეთის მხრიდან მსგავსი კონცენტრაცია.

ავსტრიის მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია რა სანქციები განიხილება ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან მიმართებაშიასევევისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და ჩვენს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე და მის პოტენციალზე, –განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები