მიხეილ სარჯველაძე: ვმუშაობთ იმაზე, რომ ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინას, რისი საჭიროებაც იქნება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობთ, სოლიდარობის გამოხატვასთან ერთად, პირველ რიგში, დასაგმობია ის მოვლენები, რაც ვითარდება ამ ქვეყანაში.

„ეს ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს მკაცრ რეაქციას იმ თვალსაზრისით, რომ გაჩნდეს რაც შეიძლება მეტი ფაქტორი, რაც აიძულებს რუსეთს, უკან დაიხიოს. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინას, რისი საჭიროებაც იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები