უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მიმართა და გავრცელებული ინფორმაციას უკრაინის კაპიტულაციასთან დაკავშირებით სიცრუე უწოდა.
„დილა მშვიდობისა, უკრაინელებო! ახლა ქსელში ბევრი ინფორმაცია გაჩნდა, ვითომ მოვუწოდებ ჩვენს ჯარს იარაღი დაყაროს და ევაკუაცია მიმდინარეობს. მე აქ ვარ. ჩვენ არ ვყრით იარაღს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა. და ჩვენი სიმართლე ისაა, რომ ეს არის ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები და ჩვენ დავიცავთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა მან.