თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია დასრულდა
თბილისში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია ასეულობით ადამიანმა გააპროტესტა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.