საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის. მაკრონს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი.
ამასთან, როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა, თავდაცვით მასალებთან ერთად, საფრანგეთი უკრაინას 300 მილიონი ევროს ოდენობის საბიუჯეტო დახმარებასაც გაუწევს.