ელგუჯა ხოკრიშვილმა ორი მოადგილე წარადგინა
პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, გარემოს დაცვის მინისტრმა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ორი მოადგილე წარადგინა, პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია და მოადგილე ზურაბ კოპაძე.
ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, კიდევ ორ მოადგილესთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და მათი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ამასთან, ელგუჯა ხოკრიშვილმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.