ერდოღანი: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნატო-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატო-ს უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადაედგა და იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის სამიტი რუსეთის ქმედებების დაგმობით არ შემოიფარგლება.

ერდოღანის თქმით, ანკარამ ნატოს საკუთარი პოზიცია გადასცა და ალიანსის ხელმძღვანელთან, იენს სტოლტენბერგთან მკაფიო საუბარი გაიმართა.

„ამჟამად, ევროკავშირმა და ყველა დასავლურმა მენტალიტეტმა, სამწუხაროდ, არ აჩვენა სერიოზულად განსაზღვრული პოზიცია, ისინი ყველა მუდმივად რჩევებს აძლევენ უკრაინას”, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები