მედია: ევროკავშირის ლიდერებმა პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციები შეათანხმეს

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები შეათანხმეს.

ამის შესახებ გერმანული ტელეარხი – n-tv ევროკავშირში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროს თქმით, საუბარია აქტივების გაყინვაზე.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოფიციალურ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.

N-tv-ს წყაროს თქმით, აღნიშნულს “ევროკავშირი უკვე დათანხმდა”.

ანალოგიური შინაარსის ინფორმაციას Financial Times-იც ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები