უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ საბავშვო ბაღზე თავდასხმას ,,სამხედრო დანაშაულად,, აფასებს.
მისივე თქმით, მომხდარი ჰააგაში გასამართლდება.
“რუსეთის მიერ საბავშვო ბაღზე დღევანდელი თავდასხმა სამხედრო დანაშაული და რომის სტატუტის დარღვევაა. გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩვენ ვაგროვებთ ამ და სხვა ფაქტებს, რომლებსაც დაუყოვნებლივ ჰააგაში გავაგზავნით. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით,” – წერს დმიტრო კულება “ტვიტერზე”.