მეთიუ ბრაიზა საქართველოს ექსპრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალის წაყენების თემას ეხმაურება. მეთიუ ბრაიზას განცხადებით, აშშ-ის მთავრობა 2007 წლის მოვლენებით წარმოქმნილი კონფლიქტის პოლიტიკური ხასიათის გამო შეშფოთებული იყო. მისივე თქმით, ვაშინგტონში ახლანდელ პროცესებს ბევრი დამკვირვებელი პოლიტიკურ დევნად შეაფასებს, ამიტომ ქართველი პროკურორებისთვის მძიმე ტვირთი იქნება იმის დემონსტრირება, რომ ბრალდებები ეფუძნება უფრო კანონს, ვიდრე პოლიტიკას.
“ვაშინგტონში ბევრი დამკვირვებელი ამ პროცესს პოლიტიკურ დევნად შეაფასებს. ამიტომ, ქართველი პროკურორებისთვისაც მძიმე ტვირთი იქნება იმის დემონსტრირება, რომ ბრალდებები ეფუძნება უფრო კანონს, ვიდრე პოლიტიკას. შესაძლოა, ეს რთული მისაღწევი იყოს, როგორც ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი საქმის შემთხვევაში ხდება, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეფუძნება. როგორც აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მიერ 2007 წლის ნოემბერში, საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის პოლიტიკურ ოპონენტებთან კონსულტაციების საწარმოებლად წარგზავნილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა (ასევე უნდა დამერწმუნებინა მიხეილ სააკაშვილი, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და იმედის მაუწყებლობის აღდგენაში), შემიძლია ვთქვა, რომ აშშ-ის მთავრობა იმ დროისთვის ძალიან შეშფოთებული იყო თბილისში წარმოქმნილი კონფლიქტის პოლიტიკური და არა სამართლებრივი ხასიათის გამო”,- განუცხადა “პირველს” სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ.