„საქართველოს იმიჯი მაშინ შეილახა, როცა სააკაშვილი ამ ქვეყანას მოევლინა“
პოეტი რეზო ამაშუკელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას “კვირასთან“ აფასებს. ამაშუკელი უსუსურს უწოდებს “ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს, რომ ექსპრეზიდენტს ბრალი პოლიტიკური მოტივით წარედგინა და რომ ეს ფაქტი, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯს შეულახავს. პოეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზდენტს ბრალი პროკურატურამ სხვა დანაშაულებისთვისაც უნდა წარუდგინოს.
“ქვეყნის იმიჯი იმით არის შელახული, რომ სააკაშვილიც ამ ქვეყანაში გაჩნდა, ქვეყნის იმიჯი მაშინ იქნება შელახული, თუ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანაში ყველაფერი წაბილწა, დაუსჯელი დარჩება. ეს ბრალდებები, რაც პროკურატურამ წარუდგინა, ზღვაში წვეთია. სააკაშვილი არის სისხლისმსმელი. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის უნდა წარედგინოს ბრალი მასაც და მთელს “ნაციონალურ მოძრაობასაც“. ვიდრე „ნაციონალები“ ციხეში არ ჩასხდებიან, იქამდე ვერ მოვისვენებ, მე მყავს უამრავი თანამოაზრე ამ საკითხში. საყოველთაო ზიზღი არსებობს ამ პარტიის მიმართ. სააკაშვილი გამოძიებასთან რომ არ ითანამშრომლებდა, ვიცოდი, იმიტომ, რომ ის არაკაცია და ქალის ჰორმონებით არის გატენილი“, -განაცხადა რეზო ამაშუკელმა.