რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ჩვენი დამცველები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია აღარ განმეორდეს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრს შევატყობინე. ეს მთელი ევროპის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა“.