თორნიკე შარაშენიძე: პროგნოზებს აზრი აღარ აქვს, მთავარია – უკრაინელები რას იზამენ ბრძოლის ველზე
“რაც ხდება, არ ექვემდებარება რაციონალურ ანალიზს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, თორნიკე შარაშენიძე უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით აცხადებს.
როგორც შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს, პროგნოზებს აზრი აღარ აქვს, მთავარია – უკრაინელები რას იზამენ ბრძოლის ველზე.
“ეს, რაც ხდება, არ ექვემდებარება რაციონალურ ანალიზს. შეეძლოთ, დარჩენილიყვნენ დონბასში და იქიდან გაეგრძელებინათ ზეწოლა დანარჩენ უკრაინაზე (რაც მშვენივრად გამოსდიოდათ). ნარიშკინის ბრინჯივით დაბნევა ახლა გასაგებია – მას აშკარად არ უნდოდა ომი, მაგრამ გაიაზრა, რომ მას უფროსი აღარაფერს ეკითხებოდა. ასე რომ, პროგნოზებს აზრი აღარ აქვს, მთავარია – უკრაინელები რას იზამენ ბრძოლის ველზე”, – წერს შარაშენიძე.