ზვიად ძიძიგური: 2007 წელს მე, პირადად, უკანონოდ დაპატიმრებული ვიყავი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე წაყენებული ბრალი ადასტურებს, რომ მის დასადანაშაულებლად სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.
“2007 წელს, ჩვენ თვითონ ვიყავით დაზარალებულები იმ პროცესში, ვინაიდან ჩვენ ვიყავით სწორედ ის ოპოზიციური ძალა, რომელსაც თავს დაატყდა სააკაშვილის მაშინდელი უკანონობები. ის, რომ პროკურატურამ დღეს ამ თემაზე ბრალი წაუყენა მიხეილ სააკაშვილს, ადასტურებს იმას, რომ არამარტო პოლიტიკური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ სააკაშვილი დავადანაშაულოთ, არამედ არსებობს სამართლებრივი საფუძვლებიც. მე პირადად მაშინ ვიყავი უკანონოდ დაპატიმრებული. ვფიქრობ, დანარჩენს პროკურატურა და სასამართლო გაარკვევს, რა ტიპის ბრალდებასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ძიძიგურმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები