დავით ზალკალიანი: რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია
“რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“ წერს.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია“, – წერს ზალკალიანი.