პაატა მანჯგალაძე: უკრაინელები იბრძვიან რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი საქართველოსაც იცავენ დღეს

“ის, რაც უკრაინაში ხდება, ადასტურებს, რომ რუსეთი და პუტინის რეჟიმი არის თავისუფალი სამყაროს მტერი”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველო უნდა იდგეს იქ, სადაც ცივილიზებული სამყარო დგას.

„ის, რაც უკრაინაში ხდება, ადასტურებს, რომ რუსეთი და პუტინის რეჟიმი არის თავისუფალი სამყაროს მტერი. უკრაინელები იბრძვიან რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი საქართველოსაც იცავენ დღეს. რუსეთი საქართველოშიც ახორციელებს ჰიბრიდულ ომს და ამას არქმევს სპეცოპერაციას ნაციონალისტების წინააღმდეგ, ეს სატყუარა არ უნდა დავიჯეროთ. პუტინისთვის მნიშვნელობა არ აქვს საბაბს, თავის იმპერიალისტურ ამბიციებზე უარს არ იტყვის და აუცილებელია, ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი, იმედს ვიტოვებ საქართველოს მთავრობა გამოვა ჩირგვებში ჯდომის პოზიციიდან და ცივილიზებულ სამყაროსთან დადგება. არავინ ამბობს, რომ რამე ზედმეტი საბაბი უნდა მისცეს საქართველომ რუსეთს პროვოცირებისთვის, არც უკრაინელებს მიუციათ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას ცივილიზებული სამყარო, რადგან უკრაინაში პუტინი ებრძვის ცივილიზებულ სამყაროს”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები