გუტიერეში პუტინს მოუწოდებს, ჯარები რუსეთში დააბრუნოს
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში ვლადიმერ პუტინს ომის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
„პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში“, – განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინაზე თავდასხმები როგორც რუსეთის ასევე ბელარუსის ტერიტორიიდან მიმდინარეობს.