ფოთის მერმა რუმინეთის ელჩს უმასპინძლა
დღეს ქალაქ ფოთს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – რეზვან როტუნდუ ეწვია.
ქალაქის მერთან გამართულ შეხვედრაზე, დაიგეგმა სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, განათლების და კულტურის მიმართულებით.
მხარეები ორი საპორტო ქალაქის, ფოთის და კონსტანცას დამეგობრების შესაძლებლობაზე შეთანხმდნენ. სექტემბერში ქალაქ კონსტანცას მერის ფოთში ვიზიტი ჩაინიშნა.