„საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილის მხრიდან არის სამართლებრივი დანაშაული ჩადენილი, არის ზღაპარი“

ეს ყევლაფერი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული და ამას არანაირი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობასთან და სამართალთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის პოლიტიზებული და მას კავშირი არ აქვს სამართალთან.
„საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილის მხრიდან არის სამართლებრივი დანაშაული ჩადენილი, არის ზღაპარი. სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას წინასწარ აანონსებდა ჯერ კიდევ ივანიშვილი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გვპირდებოდა ცხელ ზაფხულს და თუნდაც დღეს ვიცე-პრემიერის მხრიდან გაისმა კონკრეტული მუქარა ჩვენი პოლტიკური ძალის მიმართ. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული და ამას არანაირი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობასთან და სამართალთან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილოის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები