ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ყოფილი რწმუნებულის და ადგილობრივი ბიზნესმენის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია სახლის კედელი და ფანჯრები.
ჯემალ ნიაზოვი ამ წუთებში პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც აფეთქებასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.