ჯოზეფ ბორელი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე – აღარანაირი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეზე, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია

აღარანაირი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეზე, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია – წერს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ტვიტერზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა.

ბორელის თქმით, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ასევე სანქციები დაუწესდა 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ თანახმაა რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები