რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტს თანხმობა მისცა, შეიარაღებული ძალები ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამოიყენოს

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტს თანხმობა მისცა, გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის საზღვრებს გარეთ დონბასში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

შესაბამისი დადგენილება საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე დღეს ერთხმად მიიღო. მას მხარი 153-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

„ფედერაციის საბჭო ადგენს, რომ რუსეთის პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა, გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე.

რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირების საერთო რიცხოვნობა, მათი მოქმედების რაიონი, მათ წინაშე მდგომი ამოცანები, რუსეთის ტერიტორიის მიღმა ყოფნის ვადები განისაზღვრება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად“, – ნათქვამია დადგენილებაში.

ცნობისთვის, დოკუმენტი ძალაში შედის მისი მიღებისთანავე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები