საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 12 101 პირს დაუდასტურდა, 14 764 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 553 668 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 407 776, გარდაიცვალა 15 888 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები