“სირია მზად არის, აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი” – ბაშარ ასადი
სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ დამასკო მზად იქნება, აღიაროს ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები.
ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სირიის საკითხთა ჯგუფის კოორდინატორმა, დმიტრი საბლინმა განაცხადა.
“დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის შემდეგ დონეცკს და ლუგანსკს აღიარებენ მეგობრები და მოკავშირეები. მე ვილაპარაკე დონბასში არსებულ სიტუაციაზე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. მან თქვა, რომ სირია ასევე მზად იქნება, აღიაროს ისინი, როგორც მან აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“, – განაცხადა საბლინმა.