“ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან “გაკვეთილი ცუდად აითვისეს” და ცინიკურად უახლოვდებოდნენ რუსეთის ფედერაციის საზღვრებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.
„2008 წელს მომიწია რთული გადაწყვეტილების მიღება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. სამხედრო ძალისა და პოლიტიკური ნების გამოყენებით, რუსეთი დაეხმარა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს და ობიექტური გაკვეთილი უჩვენა ნატო-ს, შეერთებულ შტატებს, ყველას, ვისაც ჰქონდა აგრესიული განზრახვები რუსეთის მოქალაქეების მიმართ. თუმცა, ნატო-მ ის კარგად ვერ აითვისა და განაგრძო ცინიკურად და უცერემონიოდ რუსეთის საზღვრებთან მიახლოება, ალიანსის პოტენციური წევრების წრის გაფართოება“, – განაცხადა მედვედევმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი ეხმარებოდა კიევს “მინსკის შეთანხმებების” საბოტაჟში, ნაციონალისტებსა და სუსტ მთავრობას, რომელსაც ახლანდელი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხელები მთლიანად გაუხსნა.
“დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ ომი წესების გარეშე მიმდინარეობდა. ხალხი მუდმივ რეპრესიებს ექვემდებარებოდა. მათ სახლებს ბომბავდნენ, აიძულებდნენ ეცხოვრათ მარადიულ შიშში, სარდაფებში ყოფილიყვნენ დამალულნი“, – დასძინა მედვედევმა.