დავით ზალკალიანი კანადის ელჩს შეხვდა

2014 წლის 28 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში კანადის ელჩთან (რეზიდენციით ანკარაში), ჯონ ჰოლმსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობას და მისი იმპლემენტაციის მიმდინარეობას. აგრეთვე ნატოს მომავალ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ადეკვატურად ასახვის პერსპექტივებს. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი სიტუაცია და ისაუბრეს შესაძლო გამოწვევებზე.
კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები