თამთა მეგრელიშვილი: ბადრი ჯაფარიძემ პრორუს ირმა ინაშვილს დახმარება სთხოვა არჩევნებში; სამაგიეროდ, “ტვ პირველის” კარი გაუხსნა ღიად და აი ახლა, ამ წუთებში ზის და ღაღადებს, რომ ვერასოდეს ნატო-ში ვერ შევალთ
,,სამარცხვინო ხალხი ხართ, სამარცხვინო! თავმოყვარეობის ნატამალი რომ გაგაჩნდეთ მაგ არხზე ვინმეს, ერთი წამი არ გაჩერდებოდით!’’, – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი პარტია ,,პატრიოტთა ალიანსის’’ ლიდერ ირმა ინაშვილის განცხადებას საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით.
როგორც მეგრელიშვილი წერს, ბადრი ჯაფარიძემ “პრორუს ირმა ინაშვილს” დახმარება სთხოვა არჩევნებში.
,,ბადრი ჯაფარიძემ პრორუს ირმა ინაშვილს დახმარება სთხოვა არჩევნებში. სამაგიეროდ, “ტვ პირველის” კარი გაუხსნა ღიად და აი ახლა, ამ წუთებში ზის და ღაღადებს, რომ ვერასოდეს ნატო-ში ვერ შევალთ…
სამარცხვინო ხალხი ხართ, სამარცხვინო! თავმოყვარეობის ნატამალი რომ გაგაჩნდეთ მაგ არხზე ვინმეს, ერთი წამი არ გაჩერდებოდით!’’, – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.